დეჰიდრატაცია
დეჰიდრატაციის (გაუწყლოება) საერთო რისკი მატულობს ასაკთან ერთად რაც განპირობებულია წყურვილის ბუნებრივი დაქვეითებით, მედიკამენტებით, რომლებიც ხელს უწყობს სითხის კარგვას და ალკოჰოლური თუ კოფეინის შემცველი სასმელის მოხმარებით. დეჰიდრატაციის რისკი კიდევ უფრო მაღალია დემენციის შემთხვევაში რაც კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა დაავადების პროგრესირებასთან ერთად.
დემენციის ადრეულ სტადიაზე შესაძლოა პიროვნებას უბრალოდ დაავიწყდეს წყლის დალევა, რადგან დაქვეითებულია მგრძნობელობა წყურვილის მიმართ ან შესაძლოა მათ დაავიწყდეთ თუ როდის მიიღეს ბოლოს ის. შუა სტადიის შემთხვევაში რთულდება მექანიკური დავალებები, მაგალითად, ავიწყდებათ როგორ მოუშვან ონკანი, სად ინახება ჭიქები ან როგორ შეიძლება ჭიქით წყლის ავსება. გაუწყლოება ყველაზე მწვავეა დემენციის გვიან სტადიაში, როდესაც ვერ ცნობენ წყურვილის გრძნობას, მას სრულად კარგავენ ან ვერ ატყობინებებ სხვას როცა სწყურიათ.
დეჰიდრატაციის ნიშნები და სიმპტომები:
მომატებული დაბნეულობა ან ყოველდღიური ქცევიდან გადახრა უმეტეს წილად დემენციის პაციენტებში დეჰიდრატაციის პირველი ნიშანია. აგრეთვე დამატებით ქცევითი ცვლილებები როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა, აღზგნება, კუნთების გაკავება, თავბრუს ხვევა და გულისრევა.
შარდვასთან დაკავშირებული ცვლილებები როგორიცაა იშვიათი შარდვა, მუქი შეფერილობა და მძაფრი სუნი შესაძლოა მიანიშნებდეს გაუწყლოებას. დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს საშარდე სისტემის ინფექციები რაც თავისმხრივ აუარესებს დემენციის სიმპტომებს.
როგორ შევუწყოთ ხელი ალცჰაიმერით დაავადებული პირისთვის სათანადო რაოდენობით სითხის მიღებას⁉
ხელთ გქონდეთ სასმელი საკვების მიირთმევისას.
გამოიყენეთ გამჭვირვალე შუშა, რომ ჩანდეს შიგთავსი ან მკვეთრი ფერის ჭიქა, რაც მიიქცევს ყურადღებას.
თუ შესაძლებელია შესთავაზეთ ჭიქა ან დადეთ ის ადვილად შესამჩნევ ადგილას.
შესთავაზეთ დღის მანძილზე სხვადასხვა სახის სასმელი, როგორიცაა ჩაი, ყავა, ცივი და ცხელი რძიანი სასმელები, ხილის წვენი, სმუზი, სუპები და წყალი.
ხელი შეუწყეთ, ისეთი საკვების მიღებას, რომელიც მაღალი სითხის შემცველია, მაგალითად გაყინული დესერტი და იოგურტი.