ალცჰაიმერი და დიეტა
დიეტას გავლენა აქვს ჩვენს მეხსიერებაზე და ეს შემდეგი ცვლილებები იმისათვის, რათა გვქონდე ჯანსაღი დიეტა, დაგვეხმარება ტვინის უკეთ მუშაობას შევუწყოთ ხელი.
უთხარი დიახ ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე საკვებს- როგორიცაა მოცვი, ისპანახი, ზღვის წყალმცენარეები, პარკოსნები, ახალი ხილი და ფოთლოვანი ბოსტნეული ?
რატომ უნდა იკვებოთ ჯანსაღად?
ეს საკვები აძლიერებს თქვენი ტვინის მოქმედებას! ანელებს კოგნიტურ დაქვეითებას იმ რისკ-ფაქტორების შემცირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალცჰაიმერი და მრავალი სხვა დაავადება.
დროა გააუმჯობესოთ თქვენი დიეტა ამ ‘’სუპერ საკვებით’’!
უთხარით არა საკვებ პროდუქტებს, რომელიც გაჯერებულია ცხიმებით და ტრანსცხიმებით, როგორიცაა ელაიდის მჟავა: მზა, უხარისხო საკვები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ, მათ შორის ჩიფსები, ბურგერი, გაზიანი სასმელები, პიცა, ალკოჰოლი, ტკბილი ნამცხვრები - შეიცავს ტრანსცხიმებს მაღალი რაოდენობით
სანამ იყიდით, შეამოწმეთ საკვები პროდუქტების ეტიკეტირება!
რატომ უნდა მოვერიდოთ გემრიელ კერძებს?
ელაიდის მჟავა, საკვებში შემავალი სხვა ტრანსცხიმები და გაჯერებული ცხიმები ამცირებს HDL (კარგი) ქოლესტერინს, რაც გავლენას ახდენს თქვენს ტვინსა და გულის ჯანმრთელობაზე, ზრდის დემენციის, ალცჰაიმერის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის და სხვა დაავადებების განვითარების შანსებს!
ეს საკვები დანამატები, თავის სარგებელთან ერთად გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას: ფოლიუმის მჟავა - აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს, რაც ამცირებს ტვინისა და გულის დაავადებების განვითარების შანსებს.
C ვიტამინი - აძლიერებს მეხსიერებას
E ვიტამინი - C ვიტამინთან ერთად იცავს თქვენს ტვინს პოტენციური დაზიანებისგან გინკო ბილობა - ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (თევზის ზეთი) - ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო, ხელს უშლის ნეიროდეგენერაციას
ალფა ლიპოის მჟავა - იცავს თქვენს ტვინს და ნერვებს
საკვები დანამატების საჭიროების და დოზის შესახებ ყოველთვის მიმართეთ ექიმს!
სცადეთ MIND დიეტა
(ხმელთაშუა ზღვის DASH- დიეტის ინტერვენცია ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის)
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
ახალი კენკრა
თხილი
ზეითუნის ზეთი, ყოველდღიურად საკვებ ზეთად
შეუმწვარი თევზი და შინაური ფრინველის ხორცი
ლობიო
მარცვლეული
დამტკიცებულია, რომ ეს დიეტა ამცირებს ალცჰაიმერის და დემენციის განვითარების რისკებს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებით.